ხშირად დასმული კითხვები

რისკების შეფასების ვებ-აპლიკაცია


რა არის რისკის შეფასების ვებ-აპლიკაცია?

რისკების შეფასების ვებ-აპლიკაცია წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციიალისტის დამხმარე ციფრულ პლატფორმას, რომელიც იძლევა საშუალებას რისკების შეფასების პროცესი მართოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით.

ვის შეუძლია ისარგებლოს რისკის შეფასების ვებ-აპლიკაციით?

ვებ-აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ამისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების პაკეტი.

როგორ ვისარგებლოთ რისკის შეფასების ვებ-აპლიკაციით?

ვებ-აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=zWuj7GMapBw.

რა უპირატესობა გააჩნია რისკის შეფასების ვებ-აპლიკაციის გამოყენებას სხვადასხვა საოფისე პროგრამებთან შედარებით?

რისკის შეფასების ვებ-აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ თავად შექმნათ ცხრილში შესაყვანი მონაცემების ბაზა ან გამოიყენოთ წინასწარ ჩვენ მიერ დამახსოვრებული მონაცემები. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ეფექტურად და ორგანიზებულად მართოთ რისკების შეფასების პროცესი.აპლიკაციის გამოყენებისას არ მოგიწევთ ცხრილის მექანიკურად აწყობა, ცხრილის გრაფების ზომების რეგულირება და ბეჭდვის დროს დოკუმენტის ზომების რეგულირება. გრაფების შევსება წარმოადგენს უმარტივეს პროცესს და შეძლებისგვარად მინიმუმამდეა დაყვანილი ტექსტის აკრეფვის აუცილებლობა. სურათის მიბმა ხდება ღილაკზე თითის ერთი დაჭრით. დასრულებული დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოტ PDF ფორმატში. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებით.

ტექნიკური სახელმძღვანელოები


რა სახის მომსახურებას ითვალისწინებს ტექნიკური სახელმძღვანელოების სათარჯიმნო მომსახურება ?

ტექნიკური სახელმძღვანელო წარმოადგენს მანქანა-დანადგარის ან სხვა სახის მოწყობილობის გამოყენების, მოვლისა და შეკეთების ინსტრუქციას. კომპანია თი ეს ემი გთავაზობთ თქვენთვის სასურველი მოწყობილობის/მანქანა-დანადგარის ტექნიკური სახელმძღვანელოს თარგმნას ინგლისურიდან ქართულ ენაზე, დასაქმებულთათვის ინსტრუქტაჟის შედგენას და თარგმანის ნოტარიულ დამოწმებას.

რას მოიცავს დასაქმებულისათვის შედგენილი ინსტრუქტაჟი?

ინსტრუქტაჟი დგება თქვენ მიერ მოწოდებული ტექნიკური სახელმძღვანელოს საფუძველზე და მოიცავს მანქანა-დანადგარის, სამუშაო ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენების პრინციპებს, გაუმართაობების აღმოფხვრისა და შეკეთების მეთოდებს.

ვისი ვალდებულებას წარმოადგენს დასქმებულისათვის მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება?

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ.

როგორ ვისარგებლოთ თქვენი მომსახურებით ?

მომსახურებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და გადმოგზავნოს სათარგმნი დოკუმენტი. დოკუმენტის მიღებისთანავე ჩვენი სპეციალისტი დაითვლის თარგმნის, ნათარგმნი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებისა და ინსტრუქტაჟის შედგენის ღირებულებას და დაუკავშირდება ადრესატს აპლიკაციაში მითითებულ მეილზე ან ტელეფონის ნომერზე. თანამშრომლობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს გადაეგზავნება მომსახურების ხელშეკრულება, რომელსაც მოაწერს ხელს და გადმოაგზავნის შპს თი ეს ემის ელექტრონულ ფოსტაზე tiesemi@gmail.com.