წესები და პირობები

წესები და პირობები

(ელექტრონული) ხელშეკრულება

 

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი 

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების (შესაბამისი ველების შევსების) შედეგად, აძლევს ვებ-აპლიკაციით მოსარგებლე პირის  შესაძლებლობას ვებ-აპლიკაციაში დაარეგისტრიროს მის მიერ არჩეული სამომხმარებლო პაკეტის შესაბამისი ოდენობის ობიექტები და აწარმოოს სამუშაო სივრცეში არსებული რისკების შეფასება აპლიკაციის მეშვეობით.

 

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები 

1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია   შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 

2. ფიზიკური პირი რეგისტრაციის მიზნით ავსებს შემდეგ საინფორმაციო ველებს: „სახელი“, „გვარი“, „პირადი ნომერი“, „დაბადების თარიღი“, „ტელეფონი“, „ელ.ფოსტა“ და „პაროლი“. 

3. იურიდიული პირი რეგისტრაციის მიზნით ავსებს შემდეგ საინფორმაციო ველებს: „კომპანიის დასახელება“, „საიდენტიფიკაციო კოდი“, „ტელეფონი“, „ელ.ფოსტა“ და „პაროლი“.

4. სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე სისტემა აგზავნის ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მონაწილეს მიერ ბრაუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი. 

5. შევსებული სარეგისტრაციო მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მონაწილე.

 

მუხლი 3. ავტორიზაცია 

ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით. 

 

მუხლი 4. ვებ-აპლიკაციით სარგებლობის პირობები 

1.ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ყოველ ახალ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სამომხმარებლო პაკეტის არჩევის გარეშე, დროებით დაარეგისტრიროს ერთი საწარმო ობიეტი და რეგისტრაციიდან 7 დღის განმავლობაში ისარგებლოს სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების ვებ-აპლიკაციით. 

2. შვიდ დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ვებ-აპლიკაცია ახალ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს შეთავაზებული სამომხმარებლო პაკეტებიდან ერთ-ერთი. პაკეტის არუჩევლობის შემთხვევაში მომხმარებელი ვეღარ შეძლებს რისკების შეფასების ვებ-აპლიკაციით სარგებლობას, თუმცა იგი რჩება რეგისტრირებულ მომხმარებლად და შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს აირჩიოს მისთვის სასურველი სამომხმარებლო პაკეტი.

3. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 4 სამომხმარებლო პაკეტიდან ერთ-ერთი: ა.Basic - შესაძლებლობას აძლებს მომხმარებელს დაარეგისტრიროს 1 ობიექტი; ბ.Standard - შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს დაარეგისტრიროს მაქსიმუმ 5  ობიექტი; გ. Premium  - შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს დაარეგისტრიროს მაქსიმუმ 10 ობიექტი. დ. Unlimited შესაძლებლობას აძლებს მომხმარებელს obieqtebi დაარეგისტრიროს შეუზღუდავი რაოდენობით.

4.საწარმო ობიექტის რეგისტრაციის დროს მომხმარებელს საინფორმაციო ველებში შეყავს შემდეგი ინფორმაცია: „კომპანიის დასახელება“, „საიდენტიფიკაციო კოდი“,„ობიექტის მისამართი“. შევსებული სარეგისტრაციო მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

5.სამომხმარებლო პაკეტის მოქმედების პერიოდში ტექნიკურად შეზღუდულია უკვე დარეგისტრირებული საწარმო ობიექტის/ობიექტების წაშლა და მათ ნაცვლად ახალი ობიექტის/ობიექტების რეგისტრაცია. აღნიშნული მომხმარებელს შეუძლია პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი პაკეტის შეძენისას ან არსებული პაკეტის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

 

მუხლი 5. მხარეთა უფლებამოსილება

1. ვებგვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია მომხმარებლის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვებ-აპლიკაციის დიზაინი, ვებ-აპლიკაციით სარგებლობის პირობები, დაამატოს და შეცვალოს ფუნქციონალები, შეცვალოს მომსახურების ტარიფი.

2. შპს „თი ეს ემი“ ვალდებულია ვებ-აპლიკაციაში გამოყენებული რისკის შეფასების ცხრილი შეუსაბამოს საკანონმდებლო მოთხოვნებს.

3. შპს „თი ეს ემი“ ვალდებულია აღმოფხვრას ისეთი ტექნიკური გაუმართაობები, რომელზეც მას გააჩნია კონტროლი, რათა მომხმარებელს ხელი არ შეეშალოს ვებ-აპლიკაციით სარგებლობაში.

4. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს მიუთითოს სწორი მონაცემები.

5. აპლიკაციით სარგებლობისათვის საჭირო მონაცემების მესამე პირზე გადაცემა დაუშვებელია. ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებამოსილებას რეგისტრაცია გაუუქმოს მომხმარებელს.

 

მუხლი 6. ანგარიშსწორება 

1.ანგარიშსწორება მომხმარებლის მიერ ხორციელდება მისთვის სასურველი სამომხმარებლო პაკეტის არჩევის შემდგომ, საბანკო ბარათის მეშვეობით (ელექტრონული გადარიცხვით). აღნიშნულისათვის მომხმარებელს შეყავს საკუთარი საბანკო მონაცემები გადახდის ფორმაში და ახორციელებს თანხის გადარიცხვას.

2. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის გვერდზე ჩნდება შესაბამისი შეტყობინება.

3. თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.

4. გამომდინარე იქედან, რომ შპს „თი ეს ემი“ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელ იურიდიულ პირს, მომსახურებით მოსარგებლე იურიდიულ პირებს პაკეტის შეძენისას გადაეგზავნებათ შესაბამისი „დოკუმენტები“ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე. პაკეტების ღირებულება მოიცავს დღგ-ს. 

 

მუხლი 7. კონფიდენციალურობა 

1. ვებ-აპლიკაციით მოსარგებლე პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. 

2. აკრძალულია ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება, რაც ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს. 

4. შპს „თი ეს ემი“ ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემები და მოხმარებლის მიერ შექმნილი რისკის შეფასების ცხრილები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც პირი ვალდებულია ზემოხსენებული მონაცემები გადასცეს შესაბამის ორგანოს/უწყებას.

 

მუხლი 8. მოქმედი კანონმდებლობა 

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. 

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები 

1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება მომხმარებლის მიერ სასურველი პაკეტის შეძენის დროს და გრძელდება პაკეტის მოქმედების ვადით.

2.  ხელშეკრულების მოქმედების ვადა განხლდება ყოველი ახალი პაკეტის შეძენის დროს.

 

3.  არააქტიური მომხმარებლების მიერ შედგენილი დოკუმენტები მის პროფილში ინახება, ბოლო პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვიდან ექვსი თვის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დარეგისტრირებული ობიექტები და პროფილში შენახული რისკის შეფასების ცხრილები წაიშლება, თუმცა არ იშლება მომხმარებლის პროფილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს შეუძლია განაახლოს ვებ-აპლიკაციით სარგებლობა.