რისკების შეფასების ვებ-აპლიკაცია წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დამხმარე ციფრულ პლატფორმას, რომელიც იძლევა საშუალებას რისკების შეფასების პროცესი მართოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით. ვებ-აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში არ მოგიწევთ შესაყვანი მონაცემების ხელით ბეჭდვა, ცხრილის ხელით აწყობა, ცხრილის გრაფების ზომების რეგულირება და თავიდან აიცილებთ საოფისე პროგრამების გამოყენებისგან გამოწვეულ დისკომფორტს. ვებ-აპლიკაციით სარგებლობა ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ან ტაბლეტის გამოყენებით. შესაბამისად, თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილზე რისკები შეაფასოთ ობიექტზე ინსპექტირების განხორციელების პროცესში. შევსებულ ცხრილს თქვენი ტელეფონიდან ან/და კომპიუტერიდან დარღვევის ამსახველი ფოტოსურათი ებმება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ვებ-აპლიკაციაში შექმნილი დოკუმენტი არქივდება და შეგიძლიათ გადმოწეროთ PDF ფორმატში.
რისკის შეფასების ვებ-აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას. სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანება განსაზღვრავს იმ მინიმალურ დროის მონაკვეთს, რომელშიც დამსაქმებელმა უნდა მოახდინოს სამუშაო სივრცეში რისკების შეფასება და დოკუმენტირება. ა) განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორები – 10 კალენდარული დღის ვადაში; ბ) ძალიან მაღალი რისკის სექტორები – 15 კალენდარული დღის ვადაში; გ) მაღალი რისკის სექტორები – 30 კალენდარული დღის ვადაში; დ) საშუალო რისკის სექტორები – 4 თვის ვადაში; ე) დაბალი რისკის სექტორები – 6 თვის ვადაში. თუმცა აღნიშნული წარმოადგენს მინიმალურ საკანონმდებლო მოთხოვნას და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე (იდენტიფიცირებული ახალი საფრთხე, განხორციელებული ტექნიკური ცლილება, დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის/სივრცის, საწარმოო პროცესის ცვლილება, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა, სამუშაო გარემო პირობების ცვლილება), შესაძლოა მოგიწიოთ იმაზე მეტი რისკის შეფასების დოკუმენტის შექმნა, ვიდრე კანონი გავალდებულებთ. პაკეტები ერთმანეთისგან გასნხვავდება დასარეგისტრირებელი ობიექტების რაოდენობით. შესაბამისად, თუ მომსახურებას უწევთ 5 ობიექტს შეგიძლიათ აირჩიოთ პრემიუემ პაკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ვებ-აპლიკაციაში სამუშაოდ დაარეგისტრიროთ 5 ობიექტი. გაითვალისწინეთ, რომ პაკეტის მოქმედების პერიოდში მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს უკვე დარეგისტირებული ობიექტები. ძველი ობიექტის ჩანაცვლების შესაძლებლობა მომხარებელს მიეცემა ახალი პაკეტის შეძენის შემთხვევაში.
ვებ აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქციის სანახავად იხილეთ ვიდეო. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მესენჯრეის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
GEL / თვეში
აღნიშნული პაკეტი გაძლევთ საშუალებას დაარეგისტრიროთ ერთი სამუშაო ობიექტი - 10 ლარი
GEL / თვეში
აღნიშნული პაკეტი გაძლევთ საშუალებას დაარეგისტრიროთ 5 სამუშაო ობიექტი - 20 ლარი
GEL / თვეში
აღნიშნული პაკეტი გაძლევთ საშუალებას დაარეგისტრიროთ 10 სამუშაო ობიექტი - 35 ლარი
GEL / თვეში
აღნიშნული პაკეტი გაძლევთ შესაძლებლობას დაარეგისტრიროთ შეუზღუდავი რაოდენობის ობიექტები - 50 ლარი