ტექნიკური სახელმძღვანელო (მომხმარებლის სახელმძღვანელო) წარმოადგენს მანქანა-დანადგარის ან/და ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია კონკრეტული სერიისა და მოდელის ხელსაწყოს/დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაციის, შეკეთების შესახებ ინფორმაცია. ჩვენი მომსახურება გულისმობს, მშენებლობის პროცესში გამოყენებული მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოების საფუძველზე, თქვენი დასაქმებულებისთვის მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციის შედეგდენას. აღნიშნული ინსტრუქციის შედგენა და დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს დამსაქმებლის ერთ-ერთ ვალდებულებას (საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი. 5, მე-2 პუნქტი, "ბ" ქვეპუნქტი. ამასთან, თუკი დამსაქმებელს არ გააჩნია მწარმოებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტი ან ასეთი დოკუმენტი ნათარგმნი არ არის, გთავაზობთ დანადგარის ტექნიკური სახელმძღვანელოს მოძიებასა და მის თარგმნას ქართულ ენაზე.
აპლიკაციის ფორმაში შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი და დააჭირეთ გაგზავნას. დოკუმენტის მიღების შემდეგ მოვახდენთ ჩვენი მომსახურების ღირებულების კალკულაციას. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: 1.ტექსტის მოცულობა 2.გსურთ თუ არა დოკუემნტის თარგმანი და მისი ნოტარიული დამოწმება. ფასების კალკულაციის შემდგომ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადმოგეგზავნებათ ჩვენი შეთავაზება მომსახურების ფასისა და ვადის გათვალისწინებით.